გერმანიის კანცლერის განმარტებით, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე აკრძალვა, რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს
გერმანიის კანცლერის განმარტებით, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე აკრძალვა, რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს. ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ სიახლე არ უთქვამს და დიდი ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მერცის თქმით, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ კიევს მათ მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნება დართეს. კანცლერი მიიჩნევს, რომ უკრაინას თავის დასაცავად, რუსეთზე იერიშების უფლება უნდა ჰქონდეს.
