თურქეთში ეთნოსპორტის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
თურქეთში ეთნოსპორტის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 20 ქვეყნის ათასზე მეტი მონაწილეა, საქართველო ცხრა ცხენოსნით იყო წარმოდგენილი. მათ წარმოადგინეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორიცაა ცხენბურთი და ისინდი. ფესტივალის ფარგლებში სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც მომავალ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
