საქართველოს რეგიონებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების'' რიგით მეორე კონცერტი გაიმართა
საქართველოს რეგიონებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების'' რიგით მეორე კონცერტი გაიმართა. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. საღამოები დღეს ქალაქ თელავში გადაინაცვლებს, სადაც ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე რიგით მესამე კონცერტი ჩატარდება
