პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგანგაშოა რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით, ექსტრემიზმის წახალისებაზე
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საგანგაშოა რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით, ექსტრემიზმის წახალისებაზე. შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფიციალური გვერდის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების "არალეგიტიმურად" მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა.
