გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად კახეთში ნუშის ბაღები დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად კახეთში ნუშის ბაღები დაათვალიერა. კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ექსპერტებთან.
