დონალდ ტრამპის გუნდი და რესპუბლიკური პარტია გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელს, ჯეიმს კომის ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპის გუნდი და რესპუბლიკური პარტია გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელს, ჯეიმს კომის ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ. მან სოციალურ ქსელში ფოტო დადო, სადაც ქვიშაზე ნიჟარებით გამოსახული იყო წარწერა 86 47. ეფ ბი აის ახალი ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ეს დონალდ ტრამპზე ძალადობის ან მეტიც, მისი მკვლელობის პირდაპირი მოწოდებაა, რადგან სწორად ამას ნიშნავს 86 ამერიკული კრიმინალური დაჯგუფებების ენაზე, მეორე რიცხვი კი მინიშნებაა ამერიკის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. საიდუმლო სამსახურმა ამ საკითხზე მოკვლევა დაიწყო.
