პოლიციამ ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი რვა ადამიანი დააკავა
პოლიციამ ე.წ. ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი რვა ადამიანი დააკავა , სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი ეგრეთ წოდებული ”კანონიერი ქურდია”. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და მხარდამჭერები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ შეკრებებს აწყობდნენ. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.