რუსთავში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები მიმდინარეობს
რუსთავში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ქალაქის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სკოლა, ბაღი, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, ორი საფეხბურთო მოედანი და საგზაო ინფრასტრუქტურა - ეს პროექტების არასრული ჩამონათვალია.
