ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა, ხოლო რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას მინისტრი ამას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპრომისებით მიღწეული ზავი მხოლოდ პაუზა იქნება. მინისტრი ამბობს, რომ ევროპისთვის რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თავდასხმის საშიშროება კი უკრაინაში ომის დასრულებით არსად გაქრება, ამიტომ ჩეხეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.
