ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილმა უმაღლეს დონეზე ითამაშა
ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილმა უმაღლეს დონეზე ითამაშა. „შანდონგ ტაიშანმა“ საკუთარ სტადიონზე „ჟეიანგი“ 4-2 დაამარცხა, ოთხიდან სამი ბურთი კი 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. 12 ტურის შემდეგ ყაზაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სუპერ ლიგაში უკვე 7 გოლი და 5 საგოლე პასია.
