ჩინეთის ლიდერმა თანამედროვეობის ამერიკული ჰეგემონია, 80 წლის წინანდელ „ამპარტავან ფაშისტურ“ ძალებს შეადარა
ჩინეთის ლიდერმა თანამედროვეობის ამერიკული ჰეგემონია, 80 წლის წინანდელ „ამპარტავან ფაშისტურ“ ძალებს შეადარა. ეს კომენტარი სი ძინ პინმა, მოსკოვში ვიზიტამდე რუსეთსა და ჩინეთში გამოქვეყნებულ სტატიაში გააკეთა. გამოცემა ფაინენშალ თაიმსის ცნობით, სი ძინ პინმა აღნიშნა, რომ ფაშისტური ძალების დამარცხებიდან 80 წლის შემდეგ, ჰეგემონიისა და ბულინგის გამო, კაცობრიობა კვლავ გზაგასაყარზე დგას.