ორკესტრირებული თავდასხმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
ორკესტრირებული თავდასხმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ევროკომისიის პრესსამსახურის რიტორიკა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, იმის დასტურია, რომ ევროპაში "დიფ სთეითის" გავლენები ძლიერდება. მმართველი გუნდი ჯო უილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის აბსურდულობას უსვამს ხაზს. ე. წ. მეგობარ აქტს ევროკომისიის პრესსამსახური მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც, მათივე შეფასებით, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.