ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქალთა სპორტში ტრანსგენდერი ქალების, ანუ ბიოლოგიური მამაკაცების ასპარეზობის საკითხი განიხილეს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქალთა სპორტში ტრანსგენდერი ქალების, ანუ ბიოლოგიური მამაკაცების ასპარეზობის საკითხი განიხილეს. წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ეფექტიანობის ქვეკომიტეტის მოსმენაზე თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მხოლოდ ორი ბიოლოგიური სქესის არსებობას და აღნიშნა, რომ ქალთა და გოგონათა სპორტში მამაკაცთა ასპარეზობა ქალთა უფლებებს არღვევს. მარჯორი ტეილორ გრინის თქმით, ამ თემაზე მოსმენის აუცილებლობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამერიკის ზოგიერთი შტატი თუ სპორტული უწყება, დღემდე არ ასრულებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებას, ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობის აკრძალვის შესახებ.
