ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოცადა
ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შტაბების გაერთიანებული კომიტეტი ავრცელებს. უწყების განცხადებით, რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმირებულია იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები. მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი. ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს ბალისტიკური რაკეტები 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს
