ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანი დააკავა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ადამიანი დააკავა. ერთი წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა ავტომობილის, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღეს. დანაშაულები 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.