ადვოკატთა ასოციაციაში ინგლისური სამართლის ფორუმი გაიმართა
ადვოკატთა ასოციაციაში ინგლისური სამართლის ფორუმი გაიმართა. ფორუმში, ქართველ ადვოკატებთან ერთად, ბრიტანელი იურისტებიც მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბიზნეს სამართალი, საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები და სამართლის უზენაესობა. ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება.
