ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას მხარი დაუჭირა
ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას მხარი დაუჭირა. ამ მიზნით ათი ათასობით რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ჰამასზე ზეწოლა დაჯგუფების კაპიტულაციამდე და მძევლების სრულად გათავისუფლებამდე გაგრძელდება. ახალი გეგმით, სამხედრო ოპერაციები აქამდე ხელუხლებელ რაიონებში დაიწყება, შეუტევენ ჰამასის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასაც. გავრცელებული ცნობით, ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია ანკლავში მომდევნო კვირიდან, ეტაპობრივად დაიწყება.
