რუსული დრონებით ღამით უკრაინის ჩერკასის რაიონი დაიბომბა
რუსული დრონებით ღამით უკრაინის ჩერკასის რაიონი დაიბომბა. დაშავდა ერთი ადამიანი. თავდასხმამ ხანძრის 5 კერა გამოიწვია. რუსული აგრესიის სამიზნეში დასახლებული კვარტლები, საწარმოს საწყობი სააგარაკე სახლები და გამწვანებული ზონები მოექცა. სამაშველო სამსახურების ცნობით განსაკუთრებით დაზიანდა 4-სართულიანი საცხოვრებელი შენობა.
