ჯორჯე სიმიონი: რუსეთი ნატოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს
რუსეთი ნატოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ალიანსს დაუპირისპირდეს, მთავარ საფრთხეს კი რუმინეთის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის არა რუსეთი, არამედ თავად ნატოს დაშლა წარმოადგენს. 38 წლის სიმიონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ეწინააღმდეგება და კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ
