ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს რუსეთზე დიპლომატიური წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს რუსეთზე დიპლომატიური წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი 50 დღეზე მეტია ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტის შესახებ ამერიკის შეთავაზებას უგულებელყოფს და მეტიც განაგრძობს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. ამიტომ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას აიძულებს
