პრეზიდენტი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პრეზიდენტი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობას. მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
