ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების სუბსიდირების შესაძლებლობა აღარ აქვს
ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების სუბსიდირების შესაძლებლობა აღარ აქვს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ნიუ იორკ პოსტთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ამის მიზეზი 33 ტრილიონ დოლარიანი სახელმწიფო ვალია. მაიკ უოლცის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკვანძო შედეგი იქნება ის, რომ შტატების ნაცვლად, უკრაინის მხარდაჭერას ევროპის ქვეყნები ჩაუდგებიან სათავეში.
