დონალდ ტრამპის მიერ ორი სქესის აღიარების პოლიტიკის დარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
დონალდ ტრამპის მიერ ორი სქესის აღიარების პოლიტიკის დარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა ისაუბრა. კეროლაინ ლევიტმა განმარტა, რომ იმ შტატებს ან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის ამ აღმასრულებელ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, სასამართლოში დავა ან სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა მოუწევთ.