პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. მოუსმინეს მაყვალა გონაშვილს, რომელმაც გაიხსენა 2004- 2007 წლებში მწერალთა კავშირის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მწერლების დამცირება, დევნა და დარბევა - მაყვალა გონაშვილმა დეტალურად ისაუბრა ნაციონალური მოძრობის რეჟიმის სასტიკ მოპყრობაზე და მიზეზებზე, რის გამოც მწერალთა კავშირი სააკაშვილის რეჟიმის სამიზნე გახდა.