შეხვედრა FBI-ს ატაშესთან
აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშემ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გაცნობით შეხვედრაზე წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა.