უსაფრთხოების მსოფლიო დღეზე შრომის ინსპექციის სამსახური სტატისტიკას აქვეყნებს
უსაფრთხოების მსოფლიო დღეზე შრომის ინსპექციის სამსახური სტატისტიკას აქვეყნებს. კვლევით სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია. 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად აღრიცხული ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია 23%-ით, მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 22%-ით, შემცირებულია ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელიც. გასულ წელს უწყებამ 3201 ინსპექტირება ჩაატარა.