„ქეთი ქაფ 2025“
საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად თბილისში სამი დღის განმავლობაში ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი „ქეთი ქაფ 2025“ ჩატარდა. ტურნირში 16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს მედლები გადაეცათ. ტურნირი თბილისის მერიის მხარდაჭერით შედგა.