უკრაინა კურსკის ოლქზე კონტროლის სრულად დაკარგვას არ ადასტურებს
უკრაინა კურსკის ოლქზე კონტროლის სრულად დაკარგვას არ ადასტურებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული ძალები კურსკში მოწინააღმდეგის შეტევებს ამ დრომდე იგერიებენ. მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კურსკზე სრული კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადეს.
