ომი და მშვიდობა
ვაშინგტონი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებიდან გასვლით იმუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგება. როგორც თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, მას მოლაპარაკების დატოვება არ სურს, თუმცა თუ პროგრესს ვერ მიაღწევს, იძულებული იქნება სამშვიდობო ძალისხმევა შეწყვიტოს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ტრამპის წინადადებას ცეცხლის 30 დღის შეწყვეტის შესახებ თავიდანვე უპირობოდ დათანხმდა და მოლაპარაკების გაჭიანურების მცდელობაში მოსკოვს ადანაშაულებს.
სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
