სამმხრივი შეხვედრა
მაღაროელების საკითხთან დაკავშირებით ჭიათურაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. მას ადგილობრივი ხელისუფლების, პროფკავშირების, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები, ასევე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე ესწრებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. პარალელურად, მერიის შენობის წინ მაღაროელების აქციაც მიმდინარეობს.