თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნავს, რომ მეშვიდე წელია აღნიშნულ პოზიციას იკავებს, ახლა კი სიახლის დროა. თორნიკე რიჟვაძე წერს, რომ რჩება ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად.
