გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას დააზიანებს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას დააზიანებს. შოლცის თქმით, ეს ზომები პირველ რიგში ზიანს ამერიკის ეკონომიკას მოუტანს მაშინაც კი თუ ევროკავშირი საპასუხოდ არ იმოქმედებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი კი ვაშინგტონზე ევროკავშირის ერთიან მკაცრ პასუხს ითხოვს. ის ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპი ევროპის წნეხს ვერ გაუძლებს და შემოღებულ ზომებს შეამსუბუქებს