ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 124-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 124-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე კვლავ მოითხოვს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხს და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს