უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, კიევი მზად არის ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ ისეთ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც ამერიკის ასევე უკრაინის ინტერესები. ვაშინგტონმა კიევს შეთანხმების ახალი ვარიანტი 28 მარტს გადასცა, რომელიც უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილმა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველად შეაფასა. ამერიკა-უკრაინის შეთანხმება უკრაინის ძვირფას წიაღისეულზე, მათ შორის ნავთობსა და გაზზე, შეერთებული შტატების სრულ კონტროლს ითვალისწინებს.