შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და რუსეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს.