დაშლილი USAID
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ ის ფაქტობრივად შლის USAID-ის. მის ზოგიერთ ფუნქციას კი დეპარტამენტი შეითავსებს. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ USAID-ის რეორგანიზაცია პირველი ივლისისთვის დასრულდება. USAID-ი გადასახადის გადამხდელთა ფულის არა მიზნობრივად გამოყენებასა და შეერთებული შტატების ინტერესების შეუსაბამო პროგრამების დაფინანსებაში დაადანაშაულა შტატების სახელმწიფო მდივანმა. განცხადება მარკო რუბიომ იქსზე გაავრცელა