ძვირფას წიაღისეულზე ამერიკა-უკრაინის შეთანხმებას უკრაინის რადის დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი აკრიტიკებს
ძვირფას წიაღისეულზე ამერიკა-უკრაინის შეთანხმებას უკრაინის რადის დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი აკრიტიკებს. კანონმდებელი უკმაყოფილოა, რომ 58 გვერდიანი დოკუმენტი უკრაინის ყველა წიაღისეულზე ამერიკულ კონტროლს ითვალისწინებს, მათ შორის ნავთობსა და გაზზეც. შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ჟელეზნიაკი ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმება უვადოა, კიევს კი მასში ცვლილებების შესატანად ვაშინგტონის თანხმობა სჭირდება. რადის დეპუტატი იმედოვნებს, რომ შეთანხმება გადაიხედება, რადგან პარლამენტარების ნაწილი ამ ვარიანტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება