მმართველი გუნდის განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე
მმართველი გუნდის განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე. ეს შეფასება ევროკომისარ მაიკლ ოფლა ერტის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმების მოწოდებას მოჰყვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონი ლგბტ ადამიანების სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ევრობიუროკრატების მოთხოვნები უარგუმენტოა და მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი