მარკო რუბიოს თქმით, უცხოური დახმარება არა გლობალური ქველმოქმედება, არამედ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია
მარკო რუბიოს თქმით, უცხოური დახმარება არა გლობალური ქველმოქმედება, არამედ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ეს პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას USAID-ის პროგრამების გაუქმების მიზანშეწონილობაზე. რუბიოს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ფარგლებში, უცხოური დახმარების კუთხით ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს და ამ პროცესში სააგენტოებისა თუ პროგრამების შეფერხება ნორმალურია.