მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე. ეს შეფასება ევროკომისარ მაიკლ ოფლაჰერტის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმების მოწოდებას მოჰყვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონი ლგბტ ადამიანების სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ევრო ბიუროკრატების მოთხოვნები უარგუმენტოა და მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი.