ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაერტი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს
ევროკომისარი მაიკლ ოფლაჰერტი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს. ანგარიშში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კანონი ლგბტ ადამიანების სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის. ოფლაჰერტის მოწოდება გამჭვირვალობის კანონის გაუქმებასაც ეხება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე.