კოოპერატიული ბინათმშენებლობა
კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფართებით 300-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება. 2017 წლის შემდეგ მოქმედი პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ბინები 2 ათას 500-მდე ოჯახს უკვე გადაეცა ან მშენებლობის პროცესშია.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები