ბენცი: „USAID გველეშაპის თავია“
დიფ სთეითის წინააღმდეგ ბრძოლაში, USAID-ის დახურვა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო - განმარტავს სააგენტოს ფარული საქმიანობის მხილებით ცნობილი მაიკ ბენცი. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნის თქმით, USAID-ი ეგრეთ წოდებული გველეშაპის თავია, რომელიც განადგურებას საჭიროებს, მის შემდეგ კი მოდის დემოკრატიის ეროვნული ფონდი იგივე ნედი. მაიკ ბენცი ასევე განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დახმარებით, უცხო ქვეყნებში მთავრობების შეცვლის, ფერადი რევოლუციებისა თუ დაფინანსებული ამბოხებების პრაქტიკა, შესაძლოა ახლა ამერიკის შიგნით, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგაც დაიწყონ.