საქართველო VS სომხეთი
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს სომხეთის ეროვნულ გუნდთან უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს. გუნდებს შორის ერევანში გამართული პირველი მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს. დღევანდელ შეხვედრაში გუნდს უბრუნდება გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია, რომელთაც წინა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. საქართველო სომხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.