შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საუბარია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.