ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ კიდევ სამსახურში რჩებიან, მთავარი ოფისის კადრების განყოფილებაში არსებული დოკუმენტაციის განადგურების ბრძანება მისცეს
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ კიდევ სამსახურში რჩებიან, მთავარი ოფისის კადრების განყოფილებაში არსებული დოკუმენტაციის განადგურების ბრძანება მისცეს. “პოლიტიკომ” მოიპოვა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ერიკ კარის წერილიც. მასში ნათქვამია, რომ USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტაციის, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტების შეგროვება და მათი დაწვა ევალებათ.