11 წელი ბაჩიაშვილს
11 წლით თავისუფლების აღკვეთა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის. კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული, გიორგი ბაჩიაშვილი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებაც ემატება, რომელზეც განაჩენი რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. პროკურატურამ ბაჩიაშვილის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებისთვის, ევროპოლს უკვე მიმართა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
