გერმანიაში კორონავირუსის 8,072 შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,072 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 813 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,299,996 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 62,969 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





