ტრამპის ადმინისტრაცია ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ჰამასთან“ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ტრამპის ადმინისტრაცია ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ჰამასთან“ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბოლერია ჩართული. საგანგებო პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ლიდერმაც. მან „ჰამასს“ ბოლო გაფრთხილება მისცა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განადგურებით დაემუქრა.