დონალდ ტრამპი კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ საავტომობილო საქონელზე ტარიფების შემოღებას ერთი თვით გადადებს
დონალდ ტრამპი კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ საავტომობილო საქონელზე ტარიფების შემოღებას ერთი თვით გადადებს. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. გადაწყვეტილება ტრამპმა საავტომობილო კომპანიების, “ჯენერალ მოტორსის,” “ფორდისა” და “სტელანტის” აღმასრულებელ დირექტორებთან საუბრის შემდეგ მიიღო. მეწარმეებმა ტრამპს მოუწოდეს, გააუქმოს 25%-იანი ტარიფები მექსიკიდან და კანადიდან შემოსულ მანქანებზე, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ამერიკელ, ისე უცხოელ ავტომწარმოებლებს.